|
2020-11-19 10:18:04, 710 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - პომპეომ და გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, მაიკ პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შეხვედრისას განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლი დემოკრატიაში. „სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა. მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიაში. მდივანმა მოუწოდა საქართველოს განაგრძოს აქტიური ზომების მიღება COVID-19-თან საბრძოლველად და კიბერ უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით. მდივანმა პომპეომ ასევე დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)