|
2020-11-18 16:44:12, 777 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმეა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს პოზიციაში არ იცვლება არაფერი და მათი პოზიცია არის მყარი ბოიკოტთან და ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. „ევროპული საქართველოს პოზიციაში არაფერი არ იცვლება, ჩვენი პოზიცია არის მყარი და არაფერი არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ჰქონდა ვიზიტისას მდივან პომპეოს, რა თემაც იყო მისთვის წუხილის საგანი, რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, იქაც აღწერილი ვითარება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ის უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს სწორად, ამ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია, ეს ასე არის და შეერთებული შტატები იმით განსხვავდება სწორედ და თავისუფალი სამყაროს ლიდერი სწორედ იმიტომ არის, რომ ასე არ დგას საკითხი, რომ მიუთითონ რომელი გზა უფრო სწორია და ამაზე რაიმე მითითება ან ინსტრუქცია მისცენ ვინმეს, ან მთავრობას ან ოპოზიციას. თუმცა, პრობლემა გვაქვს ძალიან მძიმე. როგორც არის აღწერილი არჩევნები ამ მოკლე კომენტარებშიც კი გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ივანიშვილმა შექმნა და როგორ კრიზისშიც შეიყვანა ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოყვანა კი ვერ მოხდება ახალი არჩევნების გარეშე“, - განაცხადა ბოკერიამ.
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)