|
2020-11-17 15:47:21, 590 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილმა არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შალვა ნათელაშვილმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, ტელეკამერების წინ მოაწერა ხელი. შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ამომრჩეველს არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა. ,,მინდა, მოვუწოდო მთელ საქართველოს, კვირას როდესაც ე.წ. მეორე ტური უნდა ჩატარდეს, სადაც ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას და რჩებიან მარტო ქოცხროვის კანდიდატები, არავინ გადგათ სახლიდან ფეხი. მათ შორის „ოცნების“ მომხრეებს მოვუწოდებ, მეგობრებო, დარჩით სახლში კვირას, ნუ გაივლით ბერბიჭაშვილის გზას, ნუ გაივლით შადიმანის გზას, ნუ გაივლით წიწამურის გზას, თქვენი მისვლა იმ უბანზე იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)