|
2020-11-16 22:12:10, 597 ნახვა
ეკონომიკა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსექტორის მხარდასაჭერად
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოტენტიანტია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხრიდან მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: საგრანტო დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო თიბისის მხრიდან - პროექტის თანამონაწილებისთვის საჭირო თანხების დაფინანსებას. გრანტის მოპოვება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მოიცავენ შემდეგი კულტურების მოსავლის შენახვის და გადამუშავების პროცესს: კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა). საგრანტო თანხების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საწარმოო დანადგარების და ინვენტარის შესაძენად. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარება კი, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში ხელშეწყობა, ბიო და ორგანული სტანდარტის დანერგვა, მარკეტინგი, ბრენდირება, ბაზარზე წვდომა და ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობა. გარდა ამისა, USAID-ის და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია არასაფინანსო სერვისები, რაც კონსულტირებაში კვალიფიციურ დახმარებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, თიბისი აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს რამდენიმე მიზნობრიობით დააფინანსებს: ძირითადი საბრუნავი საშუალებების შეძენის შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფო პროექტის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტის სტარტაპ აგრო სესხის ფარგლებში გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ თიბისისგან თანამონაწილებისთვის საჭირო თანხა მიიღონ საწარმოსთვის საჭირო მიწის ფართობის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, საჭირო საბრუნავი საშუალებების, მათ შორის ნედლეულის, ტექნოლოგიური ხაზების, მანქანა-დანადგარების შეძენისთვის და მონტაჟისთვის. „ჩვენი და USAID-ის კოლაბორაცია აგროსექტორში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩვენ მათ ვთავაზობთ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით ჩვენ მათ დავეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის განვითარების გზების დასახვაში", - ამბობს თიბისის სერვის ექსპერტი აგრო და საოჯახო მეურნეობებში შოთა გონგლაძე.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)