|
2015-09-24 15:45:45, 392 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანს გენდერული კვოტების პარლამენტის დონეზე დაწესება მიზანშეუწონლად მიაჩნია
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ პროცესში გენდერული კვოტების დაწესებას მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ პარლამენტის დონეზე ეს მიზანშეუწონელი იქნება. ამის შესახებ წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. „მრავალი წელია, რაც პოლიტიკაში მონაწილეობის თემას ვაკვირდები და ვსწავლობ. როგორც ქართველ ქალს ეს ყოველთვის მაინტერესებდა. დასკვნა გამოვიტანე, რომ ვინც კვოტების წინააღმდეგია, უმრავლეს შემთხვევაში მათ უბრალოდ თემა არ მოსწონთ და სიღრმისეულად საკითში ჩახედულები არ არიან. სანამ მეც არ მქონდა ჩახედული ამ თემაში არ ვემხრობოდი კვოტების სისტემას. მაგრამ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც საქართველოში მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ჩვენ გვინდა მივაღწიოთ სამართლიანობას პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკური პროცესი სამართლიანი ვერ იქნება საქართველოში, თუ კი იქ საქართველოს ქალებს თავიანთი ადგილი არ ექნებათ. კვოტების სისტემა არის ორი სხვადასხვა, ერთი არის, როდესაც დრაკონული წესი შემოდის კანონით. არსებობს ქვეყნები, სადაც პარლამენტში დაჯავშნილია სკამები და ამ სკამზე ვერ მოკალათდება საპირისპირო სქესის ადამიანი. მე არ მგონია, რომ ასე შორს უნდა წავიდეთ და ქალბატონებისთვის უნდა გამოიყოს დაჯავშნილი სკამები, რომელსაც ვერ დაიკავებენ მამაკაცები. ანუ პარლამენტის დონზე დავაწესოთ კვოტები, ვფიქრობ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა“, - აღნიშნა წულუკიანმა. მინისტრი მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტები პოლიტიკური პარტიების დონეზე უნდა დაწესდეს. „კარგი იქნებოდა, კანონმა პოლიტიკური პარტიები დაავალდებულოს, როდესაც სიების შედგენას დაიწყებენ, იქ იფიქრონ ქალ კანდიდატებზეც. რატომღაც ხდება ხოლმე ისე, რომ სია უცბად ივსება მხოლოდ მამაკაცებით და შემდეგ დაიწყება მოძიება, რომ სია გაალამაზონ. თუ აქტივში არის ქალი, დაამატებენ ხოლმე. მე არ მახსოვს შემთხვევა, სიის შედგენისას პარტიებს ეფიქროთ, რომ პირველ ათეულში, რომელიც გამსვლელ ათეულად ითვლება, თუნდაც 1/3 მაინც ყოფილიყო ქალი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)