14:49 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 12:57:37, 593 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ - კარი დიალოგისთვის კვლავ ღიაა

„დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის კვლავ ღიაა, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ არ აქვთ მოლოდინი, რომ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის ამოიწურება.

„ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს  მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება, ჩვენ მზად ვართ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში. ახლა ჩვენი საზოგადოების ინტერესებში არის პოლიტიკური სტაბილურობა.

დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის კვლავ ღიაა, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics