13:37 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 20:22:22, 608 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - საქართველომ რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას

„საქართველომ რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო თუ ლოკდაუნს არ გამოაცხადებს, მოსახლეობამ თვალი უნდა გაუსწოროს სერიოზულ გამოწვევებს.

„კი ბატონო, ძალიან კარგი, საქართველომ უარი თქვა ლოკდაუნზე, გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი და ყველაფერი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე.

ლოკდაუნით ეს შედარებით იოლად გადაწყდებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა სრული ლოკდაუნი და 4 000-მდე დაიყვანა შემთხვევები. მართალია,  4 000 ცოტა არ არის, მაგრამ მაინც სად 27 000 და სად 4 000.

საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, ლოკდაუნის არგამოცხადების პირობებში ყველას ერთად მოგვიწევს, თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics