|
2015-09-24 11:03:05, 354 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა. საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საფრანგეთის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში, „საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო მრავალმხრივი დიალოგი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენ გვაერთიანებს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას, ჩვენ მივიტანეთ მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა საშინაო დავალება, რაც დაკავშირებული იყო ამ პროცესთან, ასევე მიგრანტების პრობლემამ, რაც არის ახლა ევროპაში და გამომდინარე ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან, არ უნდა იმოქმედოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად მიიღო ეს გზავნილი. მან ასევ დადებითი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა ვიზა ლიბერალიზაცის მიმართულებით“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კვირიკაშვილმა. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა მიმდინარეობის პროცესი. ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლორან ფაბიუსს საფრანგეთის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. ფრანგმა მინისტრმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აქტიური ჩართულობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. მინისტრებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა „საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მკაფიო გზავნილი იყო, რომ საფრანგეთი გაცილებით მეტ პოტენციალს ხედავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით“. ამ კონტექსტში მინისტრებმა ისაუბრეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) შემდგომ თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, საქართველოში სააგენტოს ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებას და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების განხორციელებას. საქართველოს ვიცე-პრემიერის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთს 2015 წლის 22-23 სექტემბერს ეწვია.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)