14:58 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:54:28, 614 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით საქართველოში მიმდინარე რეფორმები იყო. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტი   ,,საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისასთვის“, რომლის განსახორციელბლად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

პროექტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს და  ქვეყანაში ინოვაციებისათვის ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს. მათ შორის, რეგიონის მასშტაბით მომავლის სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების გადამზადებას, ტრენერების მომზადებას, ასევე, დამწყები მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგრანტო პროგრამები, რომლებიც ინოვაციური პროექტების სხვადასხვა ფაზებს დააფინანსებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ინტერნეტიზაციის პროცესის ხელშემწყობი ქმედებები, მათ შორის კომპიუტერული წიგნიერების, კომპიუტერიზაციის და მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერული ბიზნესის ხელშეწყობა.

პროექტის უშუალო განმახორციელებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics