|
2020-11-07 18:38:36, 710 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - სასიხარულოა, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობამ აღნიშნა პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია
„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობამ თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს. „აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ წლიდან წლამდე ვაძლიერებთ და ვავითარებთ სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ აშშ - სთან ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში, რომელიც ასევე განიხილავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ამ შეთანხმების გაფორმებამდე მნიშვნელოვანია GPS - ის არსებული პრეფერენციული რეჟიმის შენარჩუნება, რომლის ერთ-ერთი წინაპირობაა დასაქმებულთა უფლებების დაცვის სისტემის საერთაშორისო დასავლური სტანდარტებთან მისადაგება. ესაა როგორც კანონმდებლობის, ასევე აღსრულების დახვეწა. ჩვენ დასაქმებულებს გვერდში ვუდგავართ და მათ უფლებების დაცვის ახალ მექანიზმებს ვთავაზობთ. ეს ის პროგრესია, რომელიც ასე სამართლიანად იქნა აღნიშნული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ", - განაცხადა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის GSP რეჟიმის შეჩერების შესახებ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას აშშ – ის პროფკავშირებმა პეტიციით 2010 წელს მიმართა. პეტიციის მომზადების მიზეზი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა, რომელიც, პეტიციის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. აშშ - სთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარესა და პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით 2013 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს შრომის კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობის შედეგია აშშ - ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დასაქმებულთა უფლებების GSP სტანდარტების შესაბამისობასთან რევიზიის დახურვის შესახებ.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)