03:40 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 17:08:19, 453 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში, ხვალ გენდერული კვოტების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომელიც გენდერული კვოტის გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას გულისხმობს. 

საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2015 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში,საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად, პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმოამდგენლობა იქნება უზრუნველყოფილი. 
წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს,  ხელს  შეუწყობს  სოციალური  პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.
საკანონმდებლო წინადადების მომხსენებლები არიან კავშირი "საფარის" და "სამართლი ანიარჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)" წარმომადგენლები ბაია პატარაია და ნინო ჯანაშია.
წინადადება, რომელსაც 9 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მომზადდა "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" (თასქ ფორსის) მიერ. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გენდერული სამართლიანობა, კავშირი საფარი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, გენდერული სამართლიანობა, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის _ საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics