|
2015-09-23 14:46:44, 745 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ნევმირებული საგალობლები, X-XI საუკუნეები
საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ხელნაწერი -საგალობლები ნევმებით, X-XI საუკუნეები. ნევმებით გაწყობილი ერთ-ერთ უადრესი ქართული ხელნაწერი. გადაწერილია კალიგრაფიული ნუსხურით. საზედაო გრაფემები, სათაურები, ანდერძი და ნევმები შესრულებულია სინგურით. მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა, შენარჩუნებულია ანდერძი, რომელიც მთავრულითაა ნაწერი: „გლახაკი მონაჲ შენი [...], წმიდანო ღმრთისანო, მომიჴსენეთ“. ეტრატი, ზომა: 14.4X10.5 ნევმები ძველი მუსიკალური ნიშნებია, რომელთა ჩამოყალიბებას სპეციალისტები დაახლოებით VIII-IX საუკუნეებისათვის ვარაუდობენ. ქართულად ნევმირებული საგალობლების შემცველი კრებულები X საუკუნიდან ჩნდება. მათგან ყველაზე ცნობილია მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ (977-978). გამოცემულია „ნევმირებული ძლისპირნი“, რომელიც ამ თემაზე ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ გამოცემას წარმოადგენს და, ზოგადად, ქართული სანოტო ნიშნებით გაწყობილი ტექსტების შემცველი ხელნაწერები საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თუმცა, ეროვნულ არქივში დაცული წინამდებარე ხელნაწერი სამეცნიერო მიმოქცევაში ჯერ არ ყოფილა. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტექსტოლოგიური შესწავლა. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
ფინეთი საზღვრის ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გაყვანას გეგმავს
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)