|
2020-11-01 18:13:10, 613 ნახვა
პოლიტიკა
ვიჯდები ციხეში თუ ვიქნები გარეთ, ერი გაიმარჯვებს - ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური აქციაზე საჯაროდ მოიხსნა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. მისი თქმით, სამაჯურის ტარებას აღარ აპირებს, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა. „შეუძლებელია, რომ ამაყი, ვაჟკაცი და პატრიოტი ხალხი დაჩაგრო ერთ, ორ ან სამ კონკრეტულ დღეს. ომი გაგვიმართა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ეს ომი არ წაგვიგია. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ უახლოეს დღეებში. აქ დახევა აღარ შეიძლება. აქ დახევა არათუ ღალატის ტოლფასია, არამედ ღალატია. ამ ღალატს ჩვენ არ ჩავიდენთ, ამ მოღალატეობრივ აქტს ჩვენ არ გავაკეთებთ. უამრავი თაობები მდგარა ამ მოედანზე და ყველას გაუმარჯვია საქართველოს განვითარების სახელმწიოებრივ ეტაპებზე. ჩვენც გავიმარჯვებთ! სხვაგვარი შედეგი შეუძლებელია, უბრალოდ ისტორიის მიერაა აკრძალული. ძალიან მშვიდი და მტკიცე ვარ. ძლიერი ვარ ისე, როგორც არასდროს. ცივი გონებით ვფიქრობდი, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა. ბუნებით ჯიუტი ადამიანი ვარ და რისიც მჯერა, იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს თავს ვუღალატო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის ახლობელმა მითხრა, ნიკა, მთავარია შენს ცხოვრებაში შენს თავს არ უღალატოო, თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც ვერ ვუღალატებთ. მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები გარეთ თქვენთან ერთად ერი გაიმარჯვებს და ვიქნებით გამარჯვებულები. მე ვერ მოვთხოვ ჩემს ოჯახის წევრს, რომ ვიბრძოლოთ მაშინ, როდესაც მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ამიტომ, ნახვამდის სამაჯურო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)