13:39 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 10:19:19, 558 ნახვა

პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი - არჩევნები თავზე დაგვამხეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით

არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა „ოცნებას“ ოქმზე, როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა)

არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!

თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს. მას ამ დროისთვის 53,06 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნანა ჟორჟოლიანი, რომელსაც 28,21 %-მა დაუჭირა მხარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics