|
2020-10-31 22:15:00, 1221 ნახვა
ხატია დეკანოიძე - გილოცავთ ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას
„გილოცავთ ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას“ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ენმ-ს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მას მთელი დღის მანძილზე კრიმინალური პოლიცია დაჰყვებოდა უკან და ასევე აღნიშნა, რომ არცერთი დარღვევა არ დარჩება გამოუძიებელი. „ეს არის ახალი განვითარების ერა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის 81-ე უბანი და მთელი დღის განმავლობაში აქ არის სერიოზული დარღვევები, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მივმართე თამარ ჟვანიას რომ ეს უბანი გადაეტანათ , პატარაა და ამიტომ აქედან გამოაძევეს ჩვენი დამკვირვებლები. სადაც დავდიოდი, მე მთელი დღის მანძილზე დამყვებოდა უკან კრიმინალური პოლიცია და „ქართული ოცნების“ ზონდერები. ეხლა, ამ წუთას აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანი რომელიც არის „ოცნების“ დამკვირვებელია, რამდენიმე დღის წინ იძალადა ჩემი შტაბის წევრზე, თავის დროზე პოლიციამ, გვითხრა, რომ ჩვენ დავაკავებთ დამნაშავესო, თუმცა ეს ადამიანი დღესაც გარეთაა და ხმებს ითვლის, გილოცავთ, ყველას ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცავთ ხმებს ყველა უბანზე . ნებისმიერი დარღვევა არ შერჩება, არც ჟვანიას და არც საოლქო საარჩევნო კომისიას. მთელი დღე ხდებოდა ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, იყო დარღვევები გადასატან ყუთზე, ეს იყო 73-ე, 76-ე უბანი. გარდა ამისა იყო კალაძის ყველა ზონდერი მობილიზებული საარჩევნო უბნებზე. თუმცა, არაფერმა არ უშველა და ივანიშვილი მაინც დამარცხდა. 81-ე უბანი ეხლაც არ არის დახურული და ერთ-ერთი ზონდერი ზის იქ და ითვლის ხმებს. არცერთი წამით არ დაგვიხევია უკან და ვიბრძოლეთ ბოლომდე. ჩვენ დავიცავთ და ბოლომდე გამოვიტანთ ხმებს უბნებიდან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)