18:40 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 11:12:38, 2910 ნახვა

დავით შერაზადიშვილმა საპარლამენტო აჩრევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. მერმა  ხმა ქალაქ ბოლნისის N3 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მისცა.

შეგახსენებთ, რომ წელს  ამომრჩეველი პარლამენტის 150 წევრს - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევს.

„პანდემიის მიუხედავად, დღეს არჩევნები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი  წესების სრული დაცვით ტარდება. დღეს ხმა საქართველოს ნათელ მომავალს მივეცი. ჩვენი არჩევანი ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას, დასავლურ კურსს განაპირობებს, ამიტომ მჯერა, ჩვენი მოქალაქეები თავიანთი გადაწყვეტილებით მხარს ეკონომიკურად ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს დაუჭერენ. მსურს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო მოვიდეს არჩევნებზე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას  შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics