|
2020-10-30 14:06:56, 520 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - არჩევნების დღემ მშვიდად უნდა ჩაიაროს, ნებისმიერი სახის პროვოკაცია უმკაცრესად იქნება დასჯილი
როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების პასუხისმგებლობაა, რომ ხვალიდენლი დღე იყოს ისეთივე მშვიდი და ტრანსფარენტული, როგორიც იყო წინასაარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგე განაცხადა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაევალა დაიცვას მართლწესრიგი, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის პროვოაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი „მოგეხსენებათ, ხვალ ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა და ყველას ერთად შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, კიდევ ერთი მაგალითი როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო, თავისუფალი, ღია და ტრანსფარენტული არჩევნები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორც ჩაიარა წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად ტრანსფარენტულ და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემააც და შემდგომმა პერიოდმაც. ეს არის ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციური პარტიების ყველა, მთელი ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობ, რომ ხვალიდენლი დღე იყოს მშვიდი, ტრანსფარენტული, დემოკრატიული, ღია, გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდიც, უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი, შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ. გარდა ამისა, შსს-ს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევო უბნებზე მართლწესრიგი დასაცავად, ასევე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო დღეს და შემდგომაც, მართლწესრიგის დაცვის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გარდა ამისა საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბი, შსს 24 საათიან კავშირში არიან ჩვენს სტუმრებ დამკვირვებლებთან, რამე თუ მათ მუშაობაშიც არანაირი შეფერხება არ შექიმნას“, - განაცხადა პრემიერმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)