|
2015-09-22 15:47:46, 354 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთსა და ევრაზიის კავშირს
„საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთსა და ევრაზიის კავშირს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში განაცხადა. წამყვანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ მიერ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები შეახსენა. გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 65%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან „ცენტრმა“ ბოდიში მოიხადა, კვლევის წარმოების დროს დაშვებული შეცდომის გამო. „ინტერვიუს აღების დროს ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი ერთმანეთში აირია. ხალხის 65% საკმაოდ დიდი რაოდენობაა. არ არის სიმართლე, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, პირიქით, ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უბრალოდ, ეს ხალხი თავს გრძნობს იმედგაცრუებულად, რადგან აღარ სჯერა, რომ ეს მოხდება ახლო მომავალში. საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება. ეს ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული საკითხია. ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია, რუსული აგრესიის შესახებ მხოლოდ წიგნებში არ წაუკითხავთ და სკოლაში არ უსწავლიათ", - განაცხადა ხიდაშელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები კლავდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთს, ევრაზიის კავშირსა თუ მსგავს ორგანიზაციებში საკუთარი ქვეყნის გაწევრიანებას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)