|
2020-10-29 13:21:33, 395 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას „პატრიოტთა ალიანსს“ შეუძლია!
"პატრიოტთა ალიანსის" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ ბენიძე "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე და მათთან კოჰაბიტაციაში მყოფ "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს. ბენიძის განცხადებით, იმისათვის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" 8-წლიანი კოჰაბიტაცია დამთავრდეს, ქართული საზოგადოება 31 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეს. მისივე თქმით, მწამებლების, მკვლელებისა და მანიაკების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია. "ახლახან ბატონი კობახიძე გამობრძანდა და განაცხადა, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევრონაცები" კი არიან დამნაშავეები და კრიმინალები, მაგრამ მხრებით უნდა ათრიოთ და შეინახოთო. ბოდიში, მაგრამ არც ასეთი დემოკრატია მინდა, სადაც მწამებელი უნდა შევინახო და არც ასეთი სახელმწიფო! არც ჩვენ მოსახლეობას სჭირდება ისეთი სახელმწიფო, სადაც მწამებლები დემოკრატიის შუქურებად არიან აღიარებულნი! თუ გვინდა, რომ არ დაბრუნდეს ის 9-წლიანი რეჟიმი, რომელიც აუპატიურებდა, კლავდა, აწამებდა, ქონებებს ართმევდა და ადამიანების უფლებებს არღვევდა, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე! თუ ჩვენ გვინდა, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" 8-წლიანი კოჰაბიტაცია დავამთავროთ, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ! ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ხმას მწამებლებსა და მანიაკებს არ მისცემს. დღეს ჩვენს ამომრჩეველს რეალურად შეუძლია აიღოს ხელისუფლება ხელში და იმ პარტიას გადასცეს, რომელიც თქვენი მსახური იქნება. მწამებლების, მკვლელებისა და მანიაკების დასჯა რეალურად კანონის სიმკაცრით ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია!" - განაცხადა არჩილ ბენიძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)