|
2020-10-29 13:18:57, 412 ნახვა
პოლიტიკა
ანი კიკნაძე - შემოხაზეთ ნომერი 8 და სულ ცოტა, შემდეგი ოთხი წელი მშვიდად იცხოვრებთ!
"პატრიოტთა ალიანსის" პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანი კიკნაძე მოსახლეობას 31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისა და 8 ნომრის შემოხაზვისაკენ მოუწოდებს. კიკნაძის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია ჩაიბაროს ქვეყანა და უკეთესი ხვალინდელი დღე შექმნას. მისი თქმით, ხალხმა უარი უნდა უთხრას იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ და მხარი 8 ნომერს დაუჭიროს. "რთული წინასაარჩევნო ვითარებაა. ჩვენ ვეცდებით, ყველა იმ ადამიანის ხმა დავიცვათ, ვინც 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან მივა! მოგიწოდებთ, მოხვიდეთ არჩევნებზე, რათა თქვენ თვითონ აირჩიოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენს მაგივრად გადაწყვეტილება სხვამ არ მიიღოს! თქვენი პასიური განწყობა და სკეპტიკურობა ცუდის მომტანია, რადგან თქვენს მომავალს სხვა ჯგუფები შექმნიან! ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსს" შეგვიძლია, ჩავიბაროთ ქვეყანა და შევქმნათ უკეთესი ხვალინდელი დღე! სწორედ ამიტომ მობრძანდით არჩევნებზე, გამოძებნეთ რამდენიმე წუთი, რომელიც ამ პროცესს სჭირდება. მხოლოდ 15 წუთი გჭირდებათ იმისთვის, რომ შემოხაზოთ ნომერი 8 და სულ ცოტა, შემდეგი ოთხი წელი მშვიდად იცხოვროთ! დავუჭიროთ მხარი "პატრიოტთა ალიანსს"! დავუჭიროთ მხარი ნამდვილ, მართალ, რეალისტურ იდეებს და ჩვენი ქვეყნის გულწრფელ სიყვარულს - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი! ვისაც ქვეყანა არ უყვარს, არაფერი ესაქმება ხელისუფლების არც ერთ შტოში. იმ ადამიანებს, რომელთაც სამშობლო არ უყვართ და სახელმწიფოს განცდა არ აქვთ, არ შეუძლიათ რაიმე კეთილი საქმის კეთება! მოდით, ვუთხრათ უარი იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ და დავუჭიროთ მხარი 8 ნომერს - "პატრიოტთა ალიანსს!" - განაცხადა ანი კიკნაძემ.
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)