19:04 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 17:16:03, 540 ნახვა

კომენტარი
„საქართველოს ბანკი“ - ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს

„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც 'ექსპრესნიუსს" ბანკის პრესსამსაურმა აცნობა, „საქართველოს ბანკი“ სრულ კოორდინაციაშია შსს-სთან და მოქმედებს უწყების მითითებების შესაბამისად.

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ძარცვა მიმდინარეობს. როგორც ცნობიალია, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics