|
2020-10-21 15:16:08, 714 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ოთხ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები მოხსნეს
„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვხსნათ ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში (4 საარჩევნო ოლქში) და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისაკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში ვართ დარწმუნებულნი“, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარებს არ აქვთ რეალური გამარჯვების, ან მეორე ტურში გასვლის შანსები. პარტიის მხარდამჭერებისა და მოხალისეების მიერ ჩატარებული გამოკითხვებისა და კვლევების თანახმად, შედეგი სწორედ ამგვარი დაიდო. ემზარ კაკულიას განმარტებით, ამ ეტაპზე უმჯობესია, ის მცირე რესურსი, რომელიც პარტიას რეალურად შერჩა, მიმართული იქნას, სწორედ პარტიული ხმების მობილიზებაზე. ამ ეტაპზე მაჟორიტარის კანდიდატურა მოხსნილი არაა მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში, რომელშიც „თავისუფალ დემოკრატებს“ წარდგენილი ჰყავთ ვიტალი დარასელია. „ჩვენ ვართ რეალისტები და ბევრი ოპოზიციური პარტიისაგან განსხვავებით, რეალურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, ჩვენს მაჟორიტარებს არ აქვთ პირველივე ტურში გამარჯვების ან მეორე ტურში გასვლის რეალური, მაღალი შანსები, რის გამოც გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი რესურსი (და პირველ რიგში საუბარია ადამიანურ რესურსებზე), მივმართოთ პარტიული ხმების მობილიზებაზე, რათა პარტიას ჰყავდეს მეტი წარმომადგენელი, ხელისუფლების რეალური პრობლემების და ხარვეზების გამკრიტიკებელი ოპონენტი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვხსნათ ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში ვართ დარწმუნებულნი“, - განაცხადა ემზარ კაკულიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)