|
2020-10-20 12:15:32, 641 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ცალკეული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს
ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა. „პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდ-ინფიცირებულები. შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა. მოხარული ვართ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის - ოდირის შუალედური ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო გარემოს. ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს. რაც მთავარია, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე და სხვა სამართალდარღვევაზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს პრობლემა შეიძლება შეუქმნას. სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირების ხარჯზე გახდა და მომავალშიც უნდა გახდეს შესაძლებელი ინციდენტების მაქსიმალური პრევენცია. ყველა გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს საპარლამენტო არჩევნებს, რაც გახდება მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)