|
2020-10-19 17:45:26, 793 ნახვა
კომენტარი
გიორგი ჩიქოვანი - ჰიდროენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისში დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელზეც გაიმართა დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) ბიულეტენების („კაშხლის ზედამხედველობის ინსტრუქცია" და "სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის") ქართული თარგმანის პრეზენტაცია, ასევე განხილულ იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის. მისი თქმით, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია საერთაშორისო სტანდარტები როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციისას, ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას. „საქართველოს აქვს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და მისი ეფექტური ექსპლუატაციის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ამავე დროს, ჰიდროენერგეტიკაში ჩვენი ინიციატივით ინერგება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. მსგავსი კონფერენციები მიზნად ისახავს სექტორისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეზიარებინათ გამოცდილება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს წარმატებით აქვთ დანერგილი როგორც მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ღონისძიებაზე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" წარმოადგინა მოხსენება ჟინვალჰესის მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების შესახებ, შვეიცარიულმა კომპანია Stucky-მ კი - ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხლის დინამიურობის ანალიზი. მათ შორის, განხილული იყო ამ კაშხლის გამორჩეული სეისმომედეგობა. ასევე წარმოდგენილი იყო ასევე მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)