|
2020-10-18 14:32:58, 5637 ნახვა
კახი კალაძე - ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი
„ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახი კალაძემ განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი, თავიანთი მხარე და ჩვენი ქვეყანა. ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის" თითოეული ქალაქი, თითოეული რეგიონი განსაკუთრებულია და ყველა მათგანის განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა, მათ შორის თქვენ, სიცოცხლე და პირადი კომფორტი გვერდზე გადადეთ, როდესაც მოძალადე რეჟიმს, ქართველი ერის მოძულე ძალას ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ, ვითარება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეიცვალა. ყველაზე მთავარი - ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და სხვადასხვა მიმართულებით ძირეული რეფორმები განახორციელა. „ქართულმა ოცნებამ" ადამიანის უფლებები ევროპულ სტანდარტებამდე აიყვანა და განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ სხვა სფეროებშიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში 2012 წლამდე. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები სკოლებში მიდიან, მათ სახელმძღვანელოები ყოველგვარი გადასახადების გარეშე მერხებზე ხვდებათ. გაზრდილია სტუდენტების დაფინანსება და მხარდამჭერი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. მუდმივად იზრდება პედაგოგების ხელფასები. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს და ეს ყველაფერი ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც მოგვარება და მოწესრიგება სჭირდება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მშვიდობიანად და სტაბილურად ქვეყნის განვითარება შეუძლია ეს გახლავთ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო". საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის განვითარების ეს ტემპი შევინარჩუნოთ. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ გამარჯვების მოპოვებას. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" , - განაცხადა კახი კალაძემ.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)