13:47 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 14:54:41, 1334 ნახვა

ეკონომიკა
World Travel Award-ის დაჯილდოებაზე კურორტი საირმე წარადგინეს

World Travel Award-ის დაჯილდოების რიგით 27 ცერემონიალზე, კურორტი „საირმე“ ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“ წარსდგა. ბალნეოლოგიური სასტუმრო კომპლექსი,  რომელსაც არსებობის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია გამარჯვებისთვის ემზადება.

World Travel Award–ის დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მოქმედი: სასტუმროების, კურორტების და ტურისტული სააგენტოების აღმოჩენა. ნომინაცია - ,,საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“, წელს პირველად შეიქმნა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა ასეთ მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე წარდგენა და მსოფლიოს წამყვან საკურორტო თუ სასტუმრო კომპლექსების გვერდით წარმოჩენა. „საირმე“ გახლავთ დიდი კულტურის და ტრადიციის მქონე კურორტი, ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იგი ცნობილი გახლდათ მისი უნიკალური წყლებით. ყოველწლიურად კურორტს ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ საირმეს. სწორედ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა გვაძლევს გამარჯვების იმედს“, - აცხადებს კურორტ „საირმეს“ გენერალური მენეჯერი ბაჩანა შელია. 

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. 2018 წელს კურორტ "საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ, კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომრით, რაც 1000-მდე სტუმრის ერთდროულად განთავსების შესაძლებლობას იძლევა. გასულ წელს „საირმეს“ ლანდშაფტის მოდერნიზება განხორციელდა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

თუ გსურთ თქვენც გამოხატოთ თანადგომა, ესტუმრეთ ბმულს htps://bit.ly/3iDBZvq და ხმა მიეცით უნიკალურ კურორტ „საირმეს“.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
2025 წელი - რეჟიმის მიერ მტრად გამოცხადებული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი