02:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 11:02:39, 557 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა ციხის თანამშრომლებს მადლობას უხდის

 „დანამდვილებით ვიცი, ჩემთვის ტელევიზორის ყიდვის გადაწყვეტილება  ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მან აქვე დასძინა, რომ მისთვის ტელევიზორის შეძენა ციხეში ჩასმას ნიშნავდა.

უგულავამ ციხეში არსებულ პირობებზეც ისაუბრა და  თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

აქვე ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ მისთვის და დანარჩენი ყოფილი მინისტრებისთვის, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, მათი სტატუსი შემაფერხებელია და არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებთ.

„პირველ რიგში, მე ვისთანაც შეხება მქონდა, ვგულისხმობ თანამშრომლებს, პატიმრებთან შეხება იქ ერთმანეთთან არავის არ აქვს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, აბსოლუტურად ყველას გულთან აქვთ მიტანილი და კარგად აქვთ გაცნობიერებული რასთან აქვთ საქმე. პირობები ჩვეულებრივია.  ვიღაცას თუ წარმოდგენა აქვს, რომ ჩვენ ელიტარული პატიმრები ვართ არასწორია, პირიქით,  ჩემი სტატუსი და სახელი და გვარი, თუნდაც სხვა მინისტრების, რომლებიც იქ სხედან, უფრო შემაფერხებელი გარემოებაა. მაგალითად 14 თვე მე არ მქონია ტელევიზორი. ტელევიზორი რა არის თუ პატიმარი იქცევა კარგად შეგიძლია მისცე მას ტელევიზორის ყიდვის უფლება. რამდენიმე დღის წინ მომიტანეს და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმდა ბიძინა ივანიშვილთან. როდესაც მითხრეს, რომ შემეძლო ტელევიზორი შემეძინა, სიცილი ამიტყდა. ესეიგი ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ფორსირებულად,  ჩამსვან და იფიქრეს, რომ საკონპესაციოდ ტელევიზორის ყიდვის უფლება მომცეს.  90 % პატიმრებისას ტელევიზორის ყიდვის საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics