|
2020-10-16 14:39:18, 527 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება"
"ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. განცხადებას უცვლელად გთავზობთ. "ჩემთვის პატივია დღეს, აქ, თქვენთან, თავისუფლებისმოყვარე, ნიჭიერ და თავისი ხასიათით მთელს ქვეყანაში გამორჩეულ ხალხთან - გურულებთან შეხვედრა. გურულები განსაკუთრებული იუმორით გამოირჩევით და ხუმრობის ხალისს, ოპტიმიზმს ძნელბედობის ჟამსაც არ კარგავთ. ნამდვილად ურთულესია კიდევ მოიძებნოს თავისუფლების ასეთი მოყვარე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მუდმივად იმედით აღსავსე ამდენი ადამიანი. ამ ულამაზეს მხარეს კიდევ უფრო ალამაზებს გურული სიმღერა, პოლიფინია, რომელიც ჩვენთვის, ქართველებისთვის ერთ-ერთი უდიდესი განძია. ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, ყოფილი ფეხბურთელისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, ლანჩხუთი გამსაკუთრებით საყვარელი ადგილია, სადაც, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ეყრებოდა საფეხბურთო გუნდს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ასევე, ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მოახმარონ ჩვენს ქვეყანას. ალბათ არავისთვის არის უცხო, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს უნიკალური, ისტორიული მხარე მთლიანად იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ამ პროცესში, გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე. მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები ლანჩხუთში, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", - განაცხადა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)