|
2020-10-14 13:36:54, 496 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საქმიანობაში არ ყოფილა დღე, როდესაც დავით-გარეჯის საკითხი არ იყო პრიორიტეტული
ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებისთვის ეროვნული მნიშვნელობისაა. ამასთანავე, არჩილ თალაკვაძემ დასძინა, რომ არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტული არ იყო. „არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონოდა დავით-გარეჯის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პრიორიტეტული ინტერესი, ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს ასე იქნება მომავალშიც, სანამ ეს საკითხი არ დარეგულირდება მშვიდობიანად აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან. ამის შესაძლებლობა იმედი მაქვს იქნება, ახალი გარემოებებით და შემდეგ მოლაპარაკებებზე ამ გარემოებებს დავაყენებთ კოისიის სხდომებზე და მაქსიმალურად ვეცდებით, დავით-გარეჯის საკითხი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდეს. როგორც გითხარით, დავით-გარეჯი ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშველობის საკითხია, რაც ერთიანებს ყველა ჩვენ მოქალაქეს, გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი, მე გახლავართ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ჩვენ ყველანაირად ვუზრუნველყოფთ, რომ ამ პროცესში არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან არ იყოს პოლიტიკური ჩარევა. მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად, დავით-გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშველობის საკითხი, ჩვენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს , რომ დავით-გარეჯის საკითხი ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოგვარდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს - ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს
ზურაბიშვილი - ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია
აზერბაიჯანული მედია: ალიევი და ფაშინიანი შესაძლოა დუბლინში შეხვდნენ
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)