21:56 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 14:15:09, 564 ნახვა

კომენტარი
სულხან სალაძე - აფგან მუხთარლის საქმე თაროზეა და კიდევ დიდი ხანი იქნება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე თაროზეა და ალბათ კიდევ დიდი ხანი იქ იქნება.

მისი თქმით, საქმის გამოძიება, რომ საგამოძიებო ორგანოებისთვის რეალური სურვილი ყოფილიყო, ხელშესახები შედეგი აქამდე იქნებოდა.

„ეს საქმე თაროზეა და ალბათ, კიდევ დიდი ხანი იქნება იქ. საქმის გამოძიება, რომ რეალური სურვილი ყოფილიყო საგამოძიებო ორგანოებისთვის, ხელშესახები შედეგი აქამდე იქნებოდა. გამოძიებამ აქამდე ისიც ვერ მოახერხა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში გამოეკითხა. ჩვენ გვახსოვს ის მუდმივად საუბრობდნენ, რომ მათ ამის უფლება ვერ მიიღეს. გამოკითხონ მაგრამ რაღაც განსაკუთრებული სიახლის მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა სულხან სალაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩამოდის. მისი ადვოკატის თქმით, ჟურნალისტი დღეს პროკურატურაში გამოიკითხება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics