21:56 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 15:52:13, 521 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე დავით-გარეჯის საქმეზე - ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ აბსურდული საქმე მოიგონა

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა, თითქოს წინა ხელისუფლებამ მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას.

მისი თქმით,  ეს არის მარაზმი, რომელსაც საზოგადოება არ დაიჯერებს.

„ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ რაღაც აბსურდული საქმე მოიგონა და ჰგონია, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრის და წარმოაჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. ეს არის სრული აბსურდი. საერთოდ, შინაარსიც კი არ აქვს ამ საქმეს, ვითომ რაღაც რუკის დამალვის გამო შესაძლებელია თურმე, რომ ადამიანი დაიჭირო და ალბათ ეხლა შეეცდებიან, რომ გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე.

ჩვეულებრივი მარაზმია, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ არავინ ამ სისულელეს ჭამს საზოგადოებაში, ასე ვთქვათ და არავიან ამას არ დაიჯერებს და ეს ყველაფერი ძალიან მალე ნათელი გახდება ყველასათვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics