13:55 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 18:25:56, 631 ნახვა

ეკონომიკა
„დაიბრუნე შენი ფული“ - ქეშბექის ახალი კამპანია

აფთიაქები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ტანსაცმლის მაღაზიები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ასობით ობიექტის ჩამონათვალისა, სადაც ყოველდღიურად მაღალი ქეშბექის დაბრუნება შეგიძლიათ და შესაძლოა, ამას მხოლოდ იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ამ ამბის შესახებ უბრალოდ არ იცით. ისევე როგორც არ იცოდა ან დაიზარა ლიბერთის ასობით მომხმარებელმა, რომელთა მიერ ქეშბექის აპლიკაციის არქონის ან გამოუყენებლობის გამო ვერდაბრუნებულმა თანხამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თერთმეტ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სწორედ ამ ვერდაბრუნებული თანხის რაოდენობის შემცირებაა ქეშბექის ახალი კამპანია „დაიბრუნე შენი ფული“-ს მიზანი. იმისათვის, რომ მომავალში ეს რიცხვი შემცირდეს, ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს: აუცილებლად გადმოიწერონ ქეშბექის აპლიკაცია, გაიაქტიურონ აპლიკაციაში ის ობიექტი, სადაც რამის ყიდვას გეგმავენ და ლიბერთის ბარათით გადახდისას ლიბერთის ტერმინალიც მოითხოვონ.

ვერდაბრუნებული ფულის შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მოწოდებით, ქეშბექის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მათი პროგრამით ყოველდღიური სარგებლის მიღებას უფრო მეტი ადამიანი შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ქეშბექი ლიბერთის ლოიალობის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს ასეულობით სხვადასხვა ობიექტში ლიბერთის ბარათით გადახდისას, თანხის ნაწილი მომენტალურად უბრუნდება ანგარიშზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics