|
2020-10-06 11:30:11, 920 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე ევროკავშირის განცხადებაზე - ქვეყანა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან სრულ იზოლაციაში მოექცევა
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერის, პეტერ სატანოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეთა შერჩევაზე. კაპანაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს კლანისა და ოლიგარქის კონტროლის ქვეშ მოაქციოს სასამართლო და არ უსმენს დასავლელ პარტნიორებს. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ამგვარი ნაბიჯებით საქართველო არათუ ჭაობში ჩაიხრჩობა, არამედ სრულ იზოლაციაში მოხვდება საერთაშორისო პარტნიორებისაგან. „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ დგამს ნაბიჯს, რომლის ამოცანა არის, რომ სასამართლო ბოლომდე მოაქციოს ოლიგარქის კონტროლის ქვეშ და კლანის კონტროლის ქვეშ და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ისინი არაფრად აგდებენ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს, არც ვენეციის კომისიას უსმენენ, არც ელჩებს, არც ევროპარლამენტარებს და არც ამერიკის კონგრესს. სწორედ ამიტომაა მათ შორის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი კრიტიკა მოდის საქართველოს მიმართ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს პირველად არ მომხდარა, „ქართული ოცნების“, ამ შემთხვევაში, გზავნილი როგორც საზოგადოებისათვის, ისე დასავლელი პარტნიორებისათვის არის, რომ მათთვის მთავარი არის რას იტყვის ბატონო ბიძინა და არა ის თუ რას იტყვიან ჩვენი მეგობრები და რაზე ფიქრობს ხალხი. ამიტომ, ამ ყველაფერს ძალიან მალე უნდა დაესვას წერტილი, თორემ ასე თუ გავაგრძელეთ მარტო ამ ჭაობში კიარ ჩაიხჩობა მთელი ქვეყანა, არამედ ასევე სრულ იზოლაციაში მოვხვდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან და ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის“, - აცხადებს კაპანაძე.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)