00:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 14:03:18, 561 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ვართ ქვეყანა, სადაც ჩინოვნიკები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ხალხი კი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ბიუჯეტის ახალ პროექტს ეხმაურება.

ბაქრაძის თქმით, დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც ბიუროკრატები ყოველდღიურად მდიდრდებიან, ხოლო ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება.

 „დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც მთავრობა, ჩინოვნიკები, მინისტრები ცხოვრობენ ფუფუნებაში, ხოლო ხალხი არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. წარმოდგენილი ბიუჯეტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ასე აპირებს გააგრძელოს ქვეყნის მართვა მომავალ წლებში, ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები და გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ამ არჩევნებზე ხალხს, გახლავთ სწორედ ამის შეცვლა, ნაკლები კეთილდღეობა და ფული მთავრობას და მეტი კეთილდღეობა და ფული ხალხს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვალდებულებით 2 მლრდ. ლარით უნდა შემცირდეს მთავრობის, ჩინოვნიკების, მინისტრების ხარჯი და ამ 2 მილიარდით გაორმაგდეს პენსია, სოციალური და დევნილთა დახმარებები. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რამაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ამ არჩევნებმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics