|
2020-10-01 22:11:50, 722 ნახვა
კომენტარი
კახაბერ კუჭავა: „ქართულ ოცნებამ“ ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს სტაბილურობას
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახაბერ კუჭავამ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პარტიის მიერ წარმოებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და სამომავლო გეგმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა: „2012 წლიდან "ქართული ოცნების" მიერ წარმოებულმა ეფექტიანმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოუტანა: ხელი მოეწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის ქვეყნებში; უპრეცედენტოდ გაძლიერდა საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსთან; რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და განვითარების მაღალ ტემპს; საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს უპრეცედენტოდ მჭიდროა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყანა სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით. აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ფინანსური სანქციები დაუწესა არაღიარების პოლიტიკის დამრღვევ სახელმწიფოებს. საქართველოს წარმატებული დიპლომატიის შედეგად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა, „ქართული ოცნების" ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა არის გარანტი იმისა, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და განაგრძობს თანმიმდევრულ წინსვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციისკენ და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ: ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას; „ქართული ოცნება" უზრუნველყოფს სწრაფ წინსვლას ნატოში გაწევრიანების მიმართულებით; კიდევ უფრო გაძლიერდება სტრატეგიული მოკავშირეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთოებისა და ვაჭრობის სფეროებში; უზრუნველყოფილი იქნება დაბალანსებული და თანმიმდევრული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება, გაგრძელდება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ყველა ზომას მივიღებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, დევნილთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის წარმატებული განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამშობლოსთან დიასპორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, მათ შორის, საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაარსების და მხარდაჭერის გზით", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)