15:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 21:50:25, 505 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები

2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე  მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

„ჩვენ დავიწყეთ  და წარმატებით ხორციელდება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს". დაჩქარდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, დაფინანსდა 200-მდე სტარტაპი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„კერძო ინვესტიციების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით საქართველო განაგრძობს რეგიონალურ ბიზნეს-ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. ბიზნესისთვის სერვისების გამარტივების მიმართულებით, პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია"-ს ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ამოქმედდება ე.წ. ფრონტ დესკები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტექნოპარკების ეფექტიანი მუშაობა და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics