23:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 13:58:21, 511 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა  საქართველოში რან გიდორიმ  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება  და  შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

„ჯანდაცვის  მინისტრმა და ისრაელის ელჩმა  საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითავლისწინებს,რათა  საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში  უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ.ეს ის დეტალებია,რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით.ამის შემდეგ კი  მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

შეგახსენებთ,  რომ დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics