|
2020-09-30 16:52:18, 820 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის კვლევა ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ 19-თან ბრძოლისას მიაღწია
გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ კოვიდ19-თან ბრძოლის დროს მიაღწია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ UNECE-ის კვლევის „კოვიდ 19-ის გავლენა საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე" შეფასებისას განაცხადა. UNECE-ს კვლევის თანახმად, საქართველოს უჭირავს წამყვანი ადგილი რეგიონში სავაჭრო რეფორმატორთა შორის, ხოლო შეფასებამ აჩვენა, რომ „მთავრობამ გადააჭარბა მოლოდინს მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ. მან მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო შეზღუდვები; სწრაფად გააფართოვა და ხელმისაწვდომი გახადა საწარმოებისთვის ვაჭრობის გამარტივებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი და შეიმუშავა დახმარების ზომები მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, და ასევე მძიმედ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“. მინისტრის განმარტებით, UNECE-ის მნიშვნელოვანი კვლევის ფარგლებში, საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე მომხდარი ზეგავლენაა გამოკვლეული, რისთვისაც 300-მდე მცირე, მიკრო და საშუალო ზომის საწარმო გამოიკითხა. „კვლევა ძალიან ობიექტურად ასახავს იმ წარმატებას, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია კოვიდთან ბრძოლის დროს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჩვენ გადავაჭარბეთ საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და ისე ვებრძოლეთ ვირუსის გავრცელებას, რომ არ შეგვიზღუდავს ვაჭრობა. არამედ პირიქით, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ მომარაგებათა ჯაჭვის უსაფრთხო და გამართული ფუნქციონირება. მაშინ, როდესაც მთელი რიგი მსოფლიო ქვეყნები კეტავდნენ ამ დროს საზღვრებს და ვაჭრობა შეფერხებით მიდიოდა, ჩვენთან არც ერთი დღე არ ყოფილა სერიოზული შეფერხება და ამაში გვეხმარება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ბოლო წლებში გავატარეთ ვაჭრობის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. „ეჭვგარეშეა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკა და საერთაშორისო სისტემა შეიცვლება, აუცილებელია ქვეყნებმა იპოვონ უკეთესი ბალანსი გლობალიზაციის უპირატესობასა და თვითმყოფადობის აუცილებელ ხარისხს შორის. COVID-19 აფეთქებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველო ცდილობს შედარებით სწრაფად გახსნას ეკონომიკა და გააძლიეროს კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე, მსოფლიო მასშტაბით განვითარებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებით. UNECE-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ „Covid-19-ის გავლენა ვაჭრობაზე და სტრუქტურული ტრანსფორმაცია საქართველოში" ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოგვცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)