11:32 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 14:42:48, 628 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი „ლელო“-ზე - ვითომდა პოლიტიკურ ველზე რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას ცდილობენ

„ვითომდა პოლიტიკურ ველზე ცდილობენ რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პრესსპიკერი გია ვოლსკი „ლელოს“ ინიციატივას, რომ თუ კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია მოეხსნას.

ვოლსკიმ აღნიშნულ კანონპროექტს აბსურდული უწოდა.

„ლელომ“ შემოიტანა აბსურდული კანონპროექტი, რომელიც განხილული იქნება თუ არ იქნება, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომდა პოლიტიკურ ველზე ცდილობენ რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუ კანდიდატი უარს იტყვის დებატებში მოსვლაზე, უნდა მოეხსნას რეგისტრაცია. არავინ არ კითხულობს რა აზრი აქვს ამომრჩეველს ამასთან დაკავშირებით. იქნებ არ სურს ჩემს ამომრჩეველს, რომ დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტიასთან და მით უმეტეს, რომელიც მევახშეობის რესურსზეა ნაშენი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ლელომ“ დაარეგისტრირა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მმართველი გუნდს ავალდებულებს მათმა კანდიდატმა საარჩევნო დებატებში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა. იმ შემთხვევაში თუ დეპუტატი ორჯერ უარს იტყვის დებატებში მონაწილეობაზე, რეგისტრაციიდან მოიხსნება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics