22:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 13:05:54, 567 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - პრემიერობის კანდიდატს არ ვასახელებთ, ყველაფერს ამომრჩეველი გადაწყვეტს

ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან, - ამის შესახებ „ევეროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიულ სიაში არ არის რიგითობა და გუნდის შიგნით არის შიდა კონკურენცია.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტში შევა ის, ვისაც მხარს ხალხი დაუჭერს.

„დღეს ამ სცენაზე თქვენ ხედავთ გუნდს, მომავალ საპარლამენტო გუნდს, გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა გაჭირვებიდან, გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა უიმედობიდან, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, გუნდს, რომელმაც უნდა მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში. ცვლილებები, რომელიც შექმნის დასაქმებას, რომელიც ქვეყანას მოუტანს კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს, ცვლილებებს, რომელიც წაიყვანს ჩვენ ქვეყანას წინ და შექმნის უკეთეს მომავალს ჩვენი შვილებისათვის.

დღეს თქვენ ამ სცენაზე ხედავთ კომპეტენტურ, მცოდნე, ქვეყნისათვის თავდადებულ გუნდს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ცვლილებებს, მოუტანს უკეთესობას და მოუტანს იმას, რისთვისაც ვიბრძვით თითოეული ჩვენგანი.

ჩვენ გუნდს, ამ ყველაფერთან ერთად აქვს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც მას განასხვავებს ყველა სხვა პარტიისაგან საქართველოში და ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრებით, იმიტომ, რომ ეს არის „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება.  ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენთან ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ჩვენ გვაქვს პარტიული კონკურენცია და ამ ადამიანებისგან პარლამენტში გავლენ ისინი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics