|
2020-09-28 11:39:24, 485 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახლა ეწევა, აგონიის ნიშანია
ძაალდობა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აგონიისა და ძალაუფლების დაკარგვის ნიშანია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ფაქტებს. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება, წინა არჩევნების პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოიყენებს სხვადასხვა შეთითხნილ ჩანაწერს ოპონენტების წინააღმდეგ. მისივე თქმით, სწორედ „ევროპული საქართველო“ იქნება გარანტი, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გამოიყენებს ამგვარი ტიპის ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე. „ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ეხლა ეწევა ხელისუფლება, არის აგონიის ნიშანი. ივანიშვილი ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ აპირებს რომ გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის ყველაზე არალეგალური მეთოდებიც. თუმცა, ეს ყველაფერი მისი მხრიდან იქნება წარუმატებელი და ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ მას შემდეგ რაც დამარცხდება ივანიშვილი და მას შემდეგ რაც დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები, არასოდეს საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს მსგავსი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში. არჩევნების დასრულებამდე, ბუნებრივია, არაფერი არ იქნება გამოძიებული და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი თავისი თავის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს. ევროპული საქართველსოს ამოცანა არის სწორედ ეს, რომ ასეთი შერჩევითი მისადაგება კანონის აღარ განმეორდეს აღარასოდეს და როდესაც ეს ხელისუფლება დამარცხდება, ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ არცერთი ხელისუფლება მომავალში აღარ გამოიყენებს არც უკანონო მეთოდებს და მითუმეტეს, სამართალს აღარ გამოიყენებს შერჩევითად. წინა არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის წინასაარჩევნოდ იყენებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რაღაც შეთითხნილ ჩანაწერებს, იყენებს ძალადობას, მოსყიდვას და პირველ რიგში იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის და სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, სუს-ი უნდა დაიშალოს და იმ ფორმით, რომლითაც ის დღეს არის, აღარ უნდა იყოს და ყველა მსგავსი ძალადობრივი ქმედება და ნაბიჯი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა იქნას განთავისუფლებული გარემო ესეთი უხეში ჩარევისგან და ევროპული საქართველო იქნება ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
“შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)