|
2020-09-25 15:06:44, 457 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე ვახტანგ გომელაურს ურჩევს, ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იკლო. ოთარ კახიძის თქმით, მინისტრი ცდილობს უტიფრად შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში და ამაზე მეტყველებს უწყების ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ყველა სახის დანაშაულის რიცხვი გაზრდილია. „შინაგან საქმეთა მინისტრს მე ვურჩევ, რომ ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში და იქ ნახავს, რომ დანაშაული სიცოცხლის წინაარმდეგ, 900 შემთხვევიდან გაიზარდა 2300 შემთხვევამდე. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 4600 დან გაიზარდა 11 000-მდე. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 13 000 დან გაიზარდა 25 000 -მდე. ეს წერია პოლიციის ოფიაციალურ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში და შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოება ასე უტიფრად არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)