2020-09-22 14:27:23, 564 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - საარჩევნო მოროდიორობის უფლებას დამსხვრეული ოცნებების პარტიას არავინ მისცემს
საარჩევნო მოროდიორობის უფლებას დამსხვრეული ოცნებების პარტიას არავინ მისცემს, - ასე ეხმაურება პარტია „სტრაგეტია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე IRI-ის გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5 ანალიტიკოსისგან შემდგარი ჯგუფის გამოგზავნას.
როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე იმყოფებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, განსაკუთრებით აშშ-დან.
„სუპერ მნიშვნელოვანია, ზე მნიშვნელოვანია ჩვენთვს, რომ საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, აშშ-დან დამკვირვებლები გვყავდეს ამ არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ მაიკ პომპეოს განცხადება, რომელიც სწორედ იმას მიუთითებს, რომ არავინ საარჩევნო მოროდიორობის უფლებას არ მისცემს დამსხვრეული ოცნებების პარტიას. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან