10:56 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 17:07:07, 778 ნახვა

პოლიტიკა
NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

NDI-ს ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე. თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას.

NDI-ს საერთაშორისო გრძელვადიანი დისტანციური სადამკვირვებლო მისია თავის საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ  დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ეს პროგრამა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეტერბურგში ააფეთქეს მაიორი რომელიც სუმისა და ხარკოვის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და ბომბდამშენი დარტყმების ანხორციელებდა
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics