|
2020-09-21 11:36:15, 669 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 4.9 პროცენტით გაიზარდა
2020 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.9 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის მონაცემების თანახად, 2020 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.33 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ასევე, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ძირითად ლითონებზე (-4.9 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (3.3 პროცენტი), რამაც 0.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: ⦁ დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.81 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.7 პროცენტი), სასმელები (5.0 პროცენტი) და სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები (7.3 პროცენტი); ⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 19.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (28.3 პროცენტი); ⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)