01:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 09:34:22, 462 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს განაგრძობს

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიტანეთის პოლიტიკური პარტიების ფედერაციის „ლიბერალ ინთერნეიშენალის“ გენერალურ მდივანს ემილ კირიასს და ვიცე-პრეზიდენტს, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრს, ბარონესა კიშვერ ფოლკნერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა „ლიბერალ ინტერნეიშენალის“ ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო. მასპინძლები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებითა და პარტნიორი ქვეყნების პოზიციებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გამართული შეხვედრის დეტალებსა და საქართველოში რუსეთის მცოცავ ანექსიას.

ხიდაშელი თქმით, „ლიბერალ ინტერნეიშენალი“ გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორგანიზაცია კარგად იცნობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მინისტრის თქმით, „ლიბერალ ინტერნეიშენალს“ შეუძლია ეფექტური მედიატორის როლი შეასრულოს საქართველოსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო არენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დღესვე, თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics