|
2020-09-19 14:10:55, 548 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც ჩვენი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება
დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ვანში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებსა და ქვეყანაში კვლავ არსებობს პრობლემები, რომელსაც თავდაუზოგავი შრომა და 24 საათიანი მუშაობა სჭირდება. „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო ვანელებო! ჩემთვის პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ამ მშვენიერ მხარეში, ამ ლამაზ მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩემს მშობლიურ სამტრედიასთან ძალიან ახლოს არის. ამაყი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ქალაქში, რომელიც ფასდაუდებელ ისტორიულ თუ კულტურულ საგანძურს ინახავს. აქ, ვანში, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, კოლხეთისთვის უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო თუ კულტურული მნიშვნელობის ქალაქი მდებარეობდა, რომელიც იმ პერიოდის სამყაროში, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რისი დასტურიც ამ მიდამოებში აღმოჩენილი უდიდესი ღირებულების სამკაულები, ხელოვნების ნიმუშები, სამარხები, ჭურჭელი თუ სხვა ექსპონატებია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ აღვფრთოვანდეთ იმ უდიდესი წარსულით, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა, რასაც, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი უკვე 8 წელია თქვენი აქტიური ჩართულობით აკეთებს. ყველაზე კარგად თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის კონკრეტულად ვანში, ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. ჩვენ კარგად გვახსოვს ის წლები, თუ რა დამოკიდებულება იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვისაც ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება. იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან. მნიშვნელოვანია რეფორმები, რომლებიც განხორციელდა ფაქტობრივად ყველა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული მნიშველოვანი პროგრამები, რითაც ჩვენ შევძელით, ხელი შეგვეწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში, ასევე რეგიონში და ვანში არსებობს პრობლემები, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი თავდაუზოგავი შრომა და 24 საათიანი მუშაობა. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ერთობა, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, რადგან ერთი ადამიანი ან ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდი ვერაფერს გააკეთებს. ამას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა იმ გამოწვევას ვუპასუხოთ ღირსეულად და ყველა ის პრობლემა გადავლახოთ ღირსეულად, რომელიც აწუხებს ვანს, რომელიც აწუხებს იმერეთს და ჩვენს ქვეყანას. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)