|
2020-09-17 11:16:20, 626 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება ძალიან მაღლა საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას. მისივე თქმით, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, დევნილთა დაბრუნების საკითხიც. „ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებული ეს სიკეთე, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლა და ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან იყოს დაცული. აქვე მინდა განსაკუთრებით გამოვყო საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება ძალიან მაღლა საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. ევროპარლამენტმა ამ ანგარიშში იმსჯელა ოკუპაციასთან დაკავშირებითაც. რასაკვირველია, დაგმობილია ეს უკანონო ქმედებები და ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა დაცვის განვითარება, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი, მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად. „მოგეხსენებათ, სამი დღით ადრე, 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გაიმართა პოლიტიკური დებატები. აგრეთვე, გუშინ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტიც გამოვიდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. კიდევ ერთხელ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, ვინაიდან ჩვენმა ოპონენტებმა არაერთხელ უსამართლოდ გაგვაკრიტიკეს და თქვეს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს სათანადოდ, რათა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები იყოს სათანადოდ წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, ამ ანგარიშში და გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესიის და ტერიტორიული ოკუპაციის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან მაღალ რეგისტრში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტი 36 პუნქტისაგან შედგება, რომელშიც შეფასებულია როგორც ქვეყნის მიღწევები პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე გამოთქმულია კრიტიკა რიგ სფეროებში.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)