|
2020-09-15 13:24:15, 659 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
„საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის პრინციპებით აგრძელებს ქვეყნის მშენებლობას - ეს არის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა პატივს ვცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას დემოკრატიის საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, დღის წესრიგშია არაერთი საქმე და გამოწვევა, რომლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანია. „15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. მოგეხსენებათ, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობას და კანონის უზენაესობის, მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით. მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილეობით ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, პირველად, უახლეს ისტორიაში, საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და დღეს 15 სექტემბერს, დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა მოკლედ შევაჯამო და ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მიღწევებს. ასევე, დღის წესრიგშია არაერთი საკითხი, გამოწვევები და საქმე, რომლის გაკეთებაც, რომლის წარმატებით დასრულებაც არის მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და საქართველო ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)