10:16 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 07:52:57, 897 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

დღეს მათ ქალაქ მუზეუმისა და სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს და თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ.

"ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება. ამასთანავე, ქუთაისს უნდა გავუძლიეროთ კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი.

ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საინვესტიციო გარემოს შექმნა, სამრეწველო, სავაჭრო და ტურისტული სექტორების განვითარება, ქალაქის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური ფონისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მიგრაციული პროცესების შეჩერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის შემოსავლების მატების და სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების გამოცდილების, კონტაქტებისა და ადამიანური პოტენციალის გამოყენება.

ჩვენ თითოეულ თქვენგანს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწორედ გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით მოხდეს ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა მომავალშიც. ამისთვის საჭიროა, ქალაქის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს თითოეულ თქვენგანთან. მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი", - მიმართა მოსახლეობას იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე მერობის კანდიდატი კულტურულ ღონისძიებას #ლექსიკედელზე პრეზენტაციას დაესწრო, სადაც ქუთაისელი ავტორის ირმა ქურასბედიანის პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსის კედელზე საზეიმო გახსნა გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
კახა კალაძე - კახა კალაძე - თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა მანქანაზე დამოკიდებულებაა - თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება შევჯერდეთ, რაღაც დღეებში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლ
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics